გაზომვის რეჟიმები

ციფრული მულტიმეტრი გთავაზობთ გაზომვის შემდეგ რეჟიმებს:

  • ცვლადი ძაბვის გაზომვა
  • ცვლადი ძაბვის სიხშირის გაზომვა
  • მუდმივი ძაბვის გაზომვა
  • ცვლადი ან მუდმივი ძაბვის გაზომვა მილივოლტურ დიაპაზონში
  • წინაღობის გაზომვა
  • ჯაჭვის უწყვეტობის შემოწმება
  • ტევადობის გაზომვა
  • ცვლადი დენის გაზომვა
  • ცვლადი დენის სიხშირის გაზომვა
  • მუდმივი დენის გაზომვა

გისტოგრამა (j) შეგიძლიათ შეადაროთ ანალოგური მულტრიმეტრის ნემსს. ვინაიდან გისტოგრამა რეაგირებს უფრო სწრაფად, ვიდრე ციფრული დისპლეი, ის გამოდგება პიკური და ნულოვანი წერტილების დასაყენებლად.

ტევადობის გაზომვის დროს გისტოგრამა გამოირთობა. სიხშირის გაზომვის დროს გისტოგრამა და გაზომვის დიაპაზონის ინდიკატორი ასახავს ძირითად ძაბვას ან დენს 1 კცჰ-მდე დიაპაზონში.

სეგმენტების რაოდენობა მიუთითებს და გაზომილ მნიშვნელობას და ეხება საზომი დიაპაზონის შკალის ბოლო მნიშვნელობას, რომელიც გამოისახება გისტოგრამის მარჯვენა მხარეს.

  • გასაზომად ყოველთვის გამოიყენეთ სწორი ბუდე, მბრუნავი გადამრთველის პოზიცია და საზომი დიაპაზონი.
  • გამოყენების წინ შეამოწმეთ საზომი სადენები დენის გამტარიანობაზე (უწყვეტობაზე). არ გამოიყენოთ ისინი, თუ გაზომილი მნიშვნელობები მაღალია ან ხმაურიანი.
  • საზომი სადენების და საცდელი საცეცების გამოყენებისას თითები დამცავ ბუდეზე გეჭიროთ.
  1. მოაბრუნეთ მბრუნავი გადამრთველი (2) პოზიციაზე, რომელიც სურათზეა გამოსახული.
  2. დააჭირეთ ღილაკს Sel, როდესაც გამოისახება სურათზე.
  3. შეაერთეთ საზომი სადენები (7) და (8), როგორც ნაჩვენებია სურათზე.
  4. შეეხეთ საცდელი საცეცებით საზომ წერტილებს.
  5. გაზომილი მნიშვნელობა გამოისახება დისპლეიზე (1).

სიხშირის გაზომვა სრულდება მხოლოდ ცვლადი ძაბვის დროს. გამოიყენეთ დიაპაზონის მანუალური არჩევა (ღილაკი Range) სულ უფრო მცირე დიაპაზონების ასარჩევად, რათა მიაღწიოთ სტაბილურ გაზომვას.

  1. გაზომეთ იხ. გაზომვის პროცედურა.
  2. საჭიროების შემთხვევაში დიაპაზონის მანუალური არჩევის მეშვეობით (ღილაკი Range) აირჩიეთ შესაბამისი საზომი დიაპაზონი.

  1. გაზომეთ იხ. გაზომვის პროცედურა.
  2. თუ უწყვეტობის შემოწმება წარმატებით დასრულდა, ისმის უწყვეტი ხმოვანი სიგნალი.

გაზომეთ მუდმივი ძაბვა, რათა დარწმუნდეთ, რომ კონდენსატორი განმუხტულია.

  • არ გაზომოთ არაფერი, თუ ღია ჯაჭვის პოტენციალი მიწის მიმართებით აღემატება 600 ვ.
  • მბრუნავი გადამრთველის A პოზიციაზე ან A პოზიციიდან მოატრიალებისას ისმის ხმოვანი სიგნალი და დისპლეიზე ჩნდება წარწერა LEAD. შემდეგ შეამოწმეთ, რომ საზომი სადენები ჩართულია სწორ ბუდეებში.
  1. გამორთეთ კვება საზომ ჯაჭვში.
  2. დაარღვიეთ ჯაჭვი და თანმიმდევრობით ჩასვით სატესტო სადენები/საცეცები.
  3. ისევ ჩართეთ კვება.
  4. გაზომეთ იხ. გაზომვის პროცედურა.

სიხშირის გაზომვა სრულდება მხოლოდ ცვლადი დენის დროს. გამოიყენეთ დიაპაზონის მანუალური არჩევა (ღილაკი Range) სულ უფრო მცირე დიაპაზონების ასარჩევად, რათა მიაღწიოთ სტაბილურ გაზომვას.

  1. გამორთეთ კვება საზომ ჯაჭვში.
  2. დაარღვიეთ ჯაჭვი და თანმიმდევრობით ჩასვით სატესტო სადენები/საცეცები.
  3. ისევ ჩართეთ კვება.
  4. გაზომეთ იხ. გაზომვის პროცედურა.

  • არ გაზომოთ არაფერი, თუ ღია ჯაჭვის პოტენციალი მიწის მიმართებით აღემატება 600 ვ.
  1. გამორთეთ კვება საზომ ჯაჭვში.
  2. დაარღვიეთ ჯაჭვი და თანმიმდევრობით ჩასვით სატესტო სადენები/საცეცები.
  3. ისევ ჩართეთ კვება.
  4. გაზომეთ იხ. გაზომვის პროცედურა.