გაზომვის რეჟიმები

საზომი ხელსაწყო გთავაზობთ შემდეგ გაზომვის რეჟიმებს:

  • ცვლადი ძაბვის შემოწმება და გაზომვა
  • მუდმივი ძაბვის შემოწმება და გაზომვა
  • გადატვირთვის ინდიკატორი
  • დდხ შემოწმება
  • უწყვეტობის შემოწმება
  • ფაზის ერთპოლუსიანი შემოწმება
  • მბრუნავი ველის შემოწმება

  • ყოველთვის გამოიყენეთ სატესტო საცეცის დაცვა საზომ გარემოში CAT III და CAT IV-ის მიხედვით. (12).
  • სახელურების გამოყენებისას თითები დამცავ ბუდეზე გეჭიროთ.
  1. შეეხეთ საზომი საცეცებით L1 (2) და/ან L2 (4) შესამოწმებელ კონტაქტებს, როგორც ეს ნაჩვენებია შესაბამის სურათზე.
  2. შედეგი აისახება LED ინდიკატორზე (6).
  3. ძაბვის შემოწმებისას ავტომატურად ამოიცნობა და გამოისახება ძაბვის ტიპი და დონე.
  4. LED ინდიკატორზე (6) გამოისახება ნომინალური ძაბვის შესაბამისი დიაპაზონი.

  • არ გაზომოთ არაფერი, თუ ღია ჯაჭვის პოტენციალი მიწის მიმართებით აღემატება 1000 ვ.
  1. შეასრულეთ შემოწმება ან გაზომვა იხ. გაზომვის პროცედურა .
  2. საზომ ხელსაწყოზე გამოისახება ძაბვის დონე (h) და აინთება AC ინდიკატორი (ცვლადი ძაბვა).

  1. შეასრულეთ შემოწმება ან გაზომვა იხ. გაზომვის პროცედურა .
  2. საზომ ხელსაწყოზე გამოისახება ძაბვის დონე (h) და აინთება + და (DC) ინდიკატორი (მუდმივი ძაბვა).

  1. შეასრულეთ შემოწმება ან გაზომვა იხ. გაზომვის პროცედურა .
  2. საზომი ხელსაწყოს გადატვირთვისას ძანვის ყველა დონე ციმციმებს (h) და ანთია ინდიკატორი ELV (a).

  1. შეასრულეთ შემოწმება იხ. გაზომვის პროცედურა .
  2. შემოწმების დროს ერთდროულად დააჭირეთ ორივე ღილაკს (8).
  3. დდხ ამუშავდება, საზომი ხელსაწყო ვიბრირებს და ისმის ხმოვანი სიგნალი.

უწყვეტობის შემოწმება შეიძლება ჩატარდეს, მაგ. კაბელებზე, გადამრთველებზე, რელეზე, ნათურებზე ან მცველებზე.

  1. უწყვეტობის შემოწმების წინ დარწმუნდით, რომ შესამოწმებელი ჯაჭვი არ არის ძაბვის ქვეშ.
  2. შეასრულეთ შემოწმება იხ. გაზომვის პროცედურა .
  3. თუ უწყვეტობის შემოწმება წარმატებულია, აინთება ინდიკატორი (c) ისმის ხმოვანი სიგნალი.

  1. შეასრულეთ შემოწმება იხ. გაზომვის პროცედურა .
  2. ინდიკაცია AC ციმციმებს, ხოლო ინდიკაცია ELV (a) ანთია.
ფაზის ერთპოლუსიანი შემოწმება შეიძლება ჩატარდეს დამიწებულ ქსელში 230 ვ, 50/60 ჰც (ფაზა მიწაზე). ფაზის ერთპოლუსიანი შემოწმებისას LED ინდიკატორი (6) გარკვეულ პირობებში მუშაობს არასაიმედოდ. უარყოფითი ზეგავლენა შეუძლიათ იქონიონ დამცავ ტანსაცმელს და ადგილზე იზოლაციის პირობებს. ყურადღება! ძაბვის არ არსებობა შეგიძლიათ განსაზღვროთ მხოლოდ ფაზების მონაცვლეობის ორპოლუსიანი შემოწმების შედეგად.

ბრუნვის მიმართულება (მაგნიტური ველის) შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ სამფაზა ცვლადი დენის სისტემაში.

  1. შეასრულეთ შემოწმება იხ. გაზომვის პროცედურა .
  2. აჩვენებს ძაბვას და მბრუნავი ველის მიმართულებას (L ან R). R აჩვენებს, რომ სავარაუდო ფაზა L1 რეალურად არის ფაზა L1, ხოლო სავარაუდო ფაზა L2 – ფაზა L2, რომელიც ბრუნავს ველის საათის ისრის მიმართულებით. L აჩვენებს, რომ სავარაუდო ფაზა L1 რეალურად არის ფაზა L2, ხოლო სავარაუდო ფაზა L2 – ფაზა L1 ველის, რომელიც ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგო მბრუნავი ველის. თუ გაიმეორებთ შემოწმებას, საზომი საცეცების ადგილების შეცვლით, აინთება საწინააღმდეგო სიმბოლო.