დანიშნულისამებრ გამოყენება

ელექტროხელსაწყო განკუთვნილია ხის მასალის, პლასტიკის, თაბაშირის, ფერადი ლითონების და სამაგრი ელემენტების (მაგალითად, არანაწრთობი ლურსმნების, კავების) ხერხვისთვის და ჭრისთვის. ის ასევე შესაფერისია რბილი კედლის ფილების, ნაკერების დასამუშავებლად, ასევე მშრალი ხეხვისთვის და მცირე მონაკვეთების მოსახვეწად. ის ოპტიმალურია კიდესთან ახლოს და ერთ დონეზე სამუშაოდ. ამ ელექტროხელსაწყოს გამოყენება შეიძლება მხოლოდ Bosch-ის აქსესუარებით.