უსაფრთხოების ინფორმაცია მულტი-საჭრელებისთვის
- დაიჭირეთ ელექტროხელსაწყო იზოლირებული სახელურებით, მუშაობის შესრულებისას, სადაც მჭრელი აქსესუარები შეიძლება შეეხოს ფარულ გაყვანილობას. მჭრელი აქსესუარების კონტაქტისას ძაბვის ქვეშ მყოფ სადენთან, ელექტროხელსაწყოს ლითონის ნაწილები შესაძლოა დენგამტარი გახდეს და გამოიწვიოს ოპერატორის ელექტროშოკი.
- გამოიყენეთ ჩამჭერები ან სხვა პრაქტიკული საშუალებები ნაკეთობის დასაფიქსირებლად სტაბილურ პლატფორმაზე. ნაკეთობის ხელით ან სხეულის საწინააღმდეგოდ დაჭერა მას არასტაბილურს ხდის და შეიძლება გამოიწვიოს კონტროლის დაკარგვა.
- გამოიყენეთ ელექტროხელსაწყო მხოლოდ მშრალი მოპრიალებისთვის. ელექტროხელსაწყოში შეღწეული წყალი ზრდის ელექტროშოკის რისკს.
- ყურადღება: აალების საშიშროება! მოერიდეთ სახერხი ზედაპირის და სახერხი მანქანის გადახურებას. მუშაობისას შესვენების წინ ყოველთვის გაავლეთ მტვრის კონტეინერი. ხეხვის მტვერი მტვრის შესაგროვებელ ტომარაში ან მტვერსასრუტის ფილტრში შეიძლება აალდეს არასასურველ პირობებში, მაგ.: ნაპერწკლისგან, რომელიც წარმოიქმნა ლითონის ხეხვისას. განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავს ხერხვის მტვრის გარევა ლაქის, პოლიურეტანის ან სხვა ქიმიკატების ნარჩენებში, როდესაც სახერხი ზედაპირი გაცხელებულია ხანგრძლივი მუშაობის შედეგად.
- ხელები მოაშორეთ ხერხვის არეს. არ შეყოთ ხელი დასამუშავებელი დეტალის ქვეშ. ხერხის პირთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს დაზიანებები.
- რეგულარულად გაწმინდეთ ელექტროხელსაწყოს საჰაერო ხვრელები. ძრავის ვენტილატორმა შეიძლება შეიწოვოს მტვერი კორპუსში და ლითონის ფხვნილის ზედმეტმა დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს ელექტრული საფრთხე.
- გამოიყენეთ შესაბამისი დეტექტორები სამუშაო ზონაში ფარული მიწოდების ხაზების დასადგენად ან მიმართეთ დახმარებისთვის ადგილობრივ კომუნალური მომსახურების კომპანიას. ელექტროკაბელებთან კონტაქტმა შეიძლება გამოიწვიოს ხანძარი და ელექტროშოკი. გაზის ხაზების დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება. წყლის მილების დამსხვრევა იწვევს ქონების დაზიანებას.
- დაიჭირეთ ელექტროხელსაწყო მჭიდროთ ორივე ხელით და დარწმუნდით, რომ მყარად დგახათ ფეხზე. ელექტროხელსაწყო უფრო საიმედოთ შეგიძლიათ მართოთ ორივე ხელით.
- ცვლადი სამუშაო ინსტრუმენტების გამოცვლისას ჩაიცვით დამცავი ხელთათმანები. ხანგრძლივი გამოყენების დროს ცვლადი სამუშაო ინსტრუმენტები ცხელდება.
- არ დაამუშაოთ სამუშაო ზედაპირი გამხსნელების შემცველი სითხეებით. გაწმენდისას გაცხელებულმა მასალებმა შესაძლოა წარმოქმნან შხამიანი ორთქლი.
- განსაკუთრებით ფრთხილად იყავით საფხეკების და დანების დამუშავებისას.გამოსაყენებელი ხელსაწყოები ძალიან ბასრია. დაზიანების საფრთხე.
- აკუმულატორის დაზიანების და არასწორი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება გამოიყოს ორთქლი. აკუმულატორი შეიძლება აინთოს ან აფეთქდეს. დარწმუნდით, რომ ადგილი კარგად ნიავდება და მიმართეთ ექიმს, თუ განიცდით რაიმე გვერდით მოვლენებს.ორთქლმა შესაძლოა გაგიღიზიანოთ სასუნთქი სისტემა.
- არ გადააკეთოთ და არ გახსნათ ბატარეა. ამასთან ჩნდება მოკლე ჩართვის საფრთხე.
- აკუმულატორი შეიძლება დაზიანდეს წვეტიანი ობიექტებით, მაგალითად, ლურსმნებით ან ხრახნისებით ან გარედან მიყენებული ძალით. შეიძლება მოხვდეს შიდა მოკლე შერთვა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს აკუმულატორის გადაწვა, ბოლი, აფეთქება და გადახურება.
- აკუმულატორი გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებლის ნაწარმში. მხოლოდ ასე არის აკუმულატორი დაცული სახიფათო გადატვირთვისგან.
| დაიცავით აკუმულატორი გადახურებისგან, მაგალითად, მუდმივი ინტენსიური მზის შუქისგან, ხანძრისგან, ჭუჭყისგან, წყლისგან, და ნესტისგან. არსებობს აფეთქების და მოკლე შერთვის რისკი. |
