გამოყენების მითითებები

მითითება: არ ჩახერგოთ სავენტილაციო ხვრელები (5) ელექტროხელსაწყოს მუშაობის დროს, რადგან ეს ამცირებს მის მუშაობის ვადას.

ოსცილირებადი ამძრავის მეშვეობით სამუშაო ინსტრუმენტი ასრულებს 18000 რყევას წუთში 3° წინ და უკან. ეს უზრუნველყოფს მუშაობას მაღალი სიზუსტით ძალიან ვიწრო ადგილებში.

იმუშავეთ დაბალი და თანაბარი დაჭერით, სხვა შემთხვევაში მუშაობის წარმადობა მცირდება და სამუშაო ხელსაწყო შეიძლება დაიბლოკოს.

სამუშაოს დროს გადაადგილეთ ელექტროხელსაწყო წინ და უკან, რომ სამუშაო ხელსაწყო ძალიან არ გაცხელდეს და არ დაიბლოკოს.

  • გამოიყენეთ მხოლოდ დაუზიანებელი სახერხი დისკები იდეალურ მდგომარეობაში. გაღუნული ან ბლაგვი სახერხი დისკები შეიძლება გატყდეს და უარყოფითად იმოქმედოს გაჭრაზე ან გამოიწვიოს უკუგდება.
  • მსუბუქი სამშენებლო მასალების გახერხვისას, დაიცავით საკანონმდებლო მოთხოვნები და მასალის მწარმოებლის მოთხოვნები.
  • ჩაღრმავებით რეჟიმის დროს შეგიძლიათ ხერხოთ მხოლოდ რბილი მასალა, როგორიცაა ხე, თაბაშირმუყაო და ა.შ.!
  • დარწმუნდით, რომ საჭრელი ნამზადის ქვეშ არ გადის ელექტროსადენი.

ხერხვის დაწყებამდე მაღალნახშირბადიანი ფოლადის სახერხი პირის გამოყენებით მერქანში, მერქანბურბუშელას ფილა, სამშენებლო მასალებში და ა.შ. შეამოწმეთ ისინი უცხო საგნების არსებობაზე, ისეთი, როგორც ლურსმანი, სჭვალი და ა. შ. საჭიროებისამებრ მოაცილეთ უცხო საგნები ან გამოიყენეთ ბიმეტალური სახერხი პირები.

მითითება: კედლის ფილის ჭრისას გაითვალისწინეთ, რომ სამუშაო იარაღები გრძელვადიანი გამოყენებისას განიცდიან მნიშვნელოვან ცვეთას.

ხეხვის წარმადობა და სურათი განისაზღვრება, ძირითადად, სახეხი ფურცელის არჩევით, წინასწარ დაყენებული რხევის სიხშირით და მიჭერის ძალვით.

მხოლოდ იდეალური ხარისხის ზუმფარის ქაღალდი უზრუნველყოფს ოპტიმალურ ხეხვას და იცავს ელექტროხელსაწყოს.

ყურადღება მიაქციეთ ზეწოლის თანაბარ ძალისხმევას, რათა გაახანგრძლივოთ ზუმფარის ქაღალდის მოქმედების ვადა.

ძლიერი დაჭერა იწვევს არ ნაყოფიერების მატებას, არამედ ელექტროხელსაწყოს ძლიერ ცვეთას და საყრდენი ფილის მწყობრიდან გამოყვანას.

კუთხეების, პირების და ძნელადმისაწვდომი ადგილების მაღალი სიზუსტით ხეხვისთვის ასევე შესაძლებელია მუშაობა სახეხი დისკოს ბოლოთი ან პირით.

წერტილოვანი გახეხვისას სახეხი ფურცელი შეიძლება ძალიან გაცხელდეს. შეამცირეთ ვიბრაციის სიხშირე და მიჭერის ძალვა, და პერიოდულად მიეცით სახეხ ფურცელს გაგრილების შესაძლებლობა.

არ გამოიყენოთ ლითონის დასამუშავებელი ზუმფარის ქაღალდი სხვა მასალაზე.

გამოიყენეთ მხოლოდ ორიგინალური სახეხი აქსესუარები Bosch.

გახეხვისას ყოველთვის მიაერთეთ მტვრის მოსაცილებელი მოწყობილობა.

შაბვრისას განსაზღვრეთ მაღალი რხევის სიხშირე.

რბილი ზედაპირის დამუშავებისას (მაგალითად, მერქანის შაბვრისას) იმუშავეთ ბრტყელი კუთხით და მცირე დაჭერით. წინააღმდეგ შემთხვევაში შპატელი შეიძლება შეიჭრას ფუძეში

ვიბრაციების დემპფირების ინტეგრირებული ფუნქცია ამცირებს წარმოქმნილ ვიბრაციებს.

ელექტროხელსაწყოს დანიშნულებით გამოყენებისას მისი გადატვირთვა შეუძლებელია. ძალიან დიდი დატვირთვა ან აკუმულატორის ტემპერატურის დასაშვები დიაპაზონის დაუცველობა იწვევს ბრუნთა სიხშირის შემცირებას ან ელექტროხელსაწყოს გამორთვას. ბრუნების რიცხვის შემცირებისას ელექტროხელსაწყო ისევ იწყებს მუშაობას ბრუნვის მაქსიმალურ სიხშირეზე აკუმულატორის დასაშვები ტემპერატურის დიაპაზონის მიღწევის შემდეგ ან დატვირთვის შემცირების შემდეგ.ავტომატური გამორთვის შემთხვევაში გამორთეთ ელექტროხელსაწყო, დაელოდეთ აკუმულატორის გაგრილებას და ისევ ჩართეთ ელექტროხელსაწყო.