ექსპლუატაციაში ჩაშვება

ჩართვა/გამორთვა

ელექტროხელსაწყოს ჩასართავად გადაწიეთ ამომრთველი (2) წინ, რომ ჩანდეს «I».

ელექტროხელსაწყოს გამოსართავად გადაწიეთ ამომრთველი (2) უკან, რომ ჩანდეს «0».

განათება აუმჯობესებს ხედს უშუალოდ სამუშაო ზონაში. ის ელექტროხელსაწყოსთან ერთად ჩაირთვება და გამოირთვება.

მითითება: თუ ელექტროხელსაწყო ავტომატურად გამოირთობა განმუხტვის გამო ან აკუმულატორის გადახურების გამო, გამორთეთ ელექტროხელსაწყო ამომრთველის მეშვეობით (2).
დამუხტეთ აკუმულატორი ან დაელოდეთ გაგრილებას, სანამ ისევ ჩართავთ ელექტროხელსაწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აკუმულატორი შეიძლება დაზიანდეს.

რხევის სიხშირის წინასწარი დაყენება

რხევის სიხშირის წინასწარ დაყენების რგოლის მეშვეობით (6) შეიძლება დარეგულირდეს სამუშაოს დროსაც კი.

რხევის საჭირო სიხშირე დამოკიდებულია მასალისგან და სამუშაო პირობებისგან და განისაზღვრება ადგილზე.

  • რყევების სიხშირის რეკომენდირებული მაქსიმალური საფეხური ხის ხერხვისთვის – „6“.
  • რყევების სიხშირის რეკომენდირებული მაქსიმალური საფეხური ხეხვისთვის – „4“.
  • რყევების სიხშირის რეკომენდირებული მაქსიმალური საფეხური პლასტმასის და ლითონის ხერხვისთვის – „4“.

ყურადღება: დაიცავით რყევების მაქსიმალურად დასაშვები სიხშირე, რომელიც მითითებულია ცვლად ინსტრუმენტებზე ან მათ შეფუთვაზე. სახეხი და აბრაზიული ცვლადი ინსტრუმენტებით იმუშავეთ რყევების სიხშირის გადამეტების გარეშე „4“.

შენიშვნა: რყევის ძალიან მაღალი სიხშირე საგრძნობლად ზრდის ცვლადი ინსტრუმენტების ცვეთას ან შეიძლება გამოიწვიოს მათი ნაადრევი გაფუჭება.