სამუშაო ხელსაწყოს შეცვლა

გამოიყენეთ თქვენი ელექტროხელსაწყოსთვის განკუთვნილი სამუშაო იარაღები.

სამუშაო ინსტრუმენტი

GOP18V‑30

 

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნაჩვენებია სამუშაო იარაღების მაგალითები. სხვა სამუშაო ხელსაწყოები იხილეთ Bosch-ის აქსესუარების პროგრამაში.

სამუშაო ხელსაწყო

მასალა

გამოყენების სფერო

AIZ 10 AB
Starlock
ბიმეტალური ჩაძირული ხერხის პირი ხის მასალისთვის და მასალისთვის, 10×20 მმ

რბილი მერქანის ჯიშები, რბილი პლასტმასები, თაბაშირმუყაო, თხელკედლიანი ალუმინის და ფერადი ლითონების პროფილები, თხელი ფურცლოვანი ლითონი, უწრთობი ლურსმანი და სჭვალი

მოჭრის და ჩაჭრის მცირე სამუშაოებისთვის; მერქანში მორგების ფილიგრანული სამუშაოები;
მაგალითად: ღარების ჩაჭრა კაბელებისთვის, ხერხვა თაბაშირმუყაოს ფილებში ჩაძირვით, ღარების ჩაჭრა საკეტებისა და ფურნიტურისთვის

AIZ 32 EPC
Starlock
ჩაძირული ხერხის პირი მაღალი ნახშირბადოვანი ფოლადისგან მერქანისთვის, 32×50 მმ

რბილი მერქანი

ხერხვისთვის და ჩაძირული ჭრისთვის ანახლეჩების გარეშე მომგრვალებული მჭრელი პირის გამო (Curved-Tec); ჭრისთვის პირთან მიბჯენით, კუთხეებში და ძნელად მისაწდომ ადგილებში;
მაგალითად: ხერხვა ჩაძირვით სავენტილაციო ცხაურის დასაყენებლად ან როზეტებისთვის ჩაღრმავების დასამზადებლად

AIZ 32 APIB
Starlock
ბიმეტალური ჩაძირული ხერხის პირი ხის მასალისთვის და ლითონისთვის, 32×50 მმ

კომბინირებული მასალები მერქანისგან და რბილი ფერადი ლითონებისგან, უწრთობი ლურსმანი და სჭვალი, მილები ფერადი ლითონებისგან და მცირე ზომის პროფილები

ძალიან ღრმა ხერხვისთვის და ჩაძირული ჭრისთვის ერთ დონეზე ანახლეჩების გარეშე მომრგვალებული მჭრელი პირის გამო (Curved-Tec), რბილ ფერად ლითონებში და პლასტიკში;
მაგალითად: ჭრილები როზეტებისთვის და მილებისთვის, არანაწრთობი ლურსმნების და ხრახნების თანპირად მოჭრა

PAIZ 32 APB
StarlockPlus
ბიმეტალური ჩაძირული ხერხის პირი ხის მასალისთვის და მასალისთვის, 32×60 მმ

კომბინირებული მასალები მერქანისგან და რბილი ფერადი ლითონებისგან, უწრთობი ლურსმანი და სჭვალი, მილები ფერადი ლითონებისგან და მცირე ზომის პროფილები

მერქანში, აბრაზიულ ხის მასალებში და პლასტმასებში სწრაფი და ღრმა ჭრილების შესასრულებლად, მუშაობისთვის ანახლეჩების გარეშე მომგრვალებული მჭრელი პირის გამო (Curved-Tec);
მაგალითად: ფერადი ლითონებისგან დამზადებული მილების და მცირე ზომის პროფილების სწრაფი ჭრა, მარტივი მოჭრა არანაწრთობი ლურსმნების, სჭვალების და ფოლადის მცირე ზომის პროფილების

AIZ 32 BSPIB
Starlock
ბიმეტალური ჩაძირული ხერხის პირი ხის მასალისთვის 32×50 მმ

მყარი მერქანის ჯიშების, ფილების ჩაძირული

ხერხვისთვის და ჩანაჭრებისთვის ანახლეჩების გარეშე ჩაძირვით ფილებში დაფარვით ან მყარ მერქანში მომგრვალებული მჭრელი პირის გამო (Curved-Tec), განსაკუთრებული კბილანები იაპონური ტექნოლოგიებით განსაკუთრებით შესაფერისია მყარი მერქანის ჯიშებისთვის;
მაგალითად: სხვენის ფანჯრების ჩასაშენებლად, ღარების გასაჭრელად როზეტებისთვის

AIZ 32 AIT
Starlock
კარბიდული ჩაძირული სახერხი პირი 32×40 მმ ლითონისთვის

მყარი შავი ლითონები, მაღალაბრაზიული ლითონები, მინაპლასტიკი, თაბაშირმუყაო, ხის ბოჭკოვანი ფილები ცემენტის შემკვრელით, უწრთობი ლურსმანი და სჭვალი

მაღალი სიმტკიცის ლითონების ან მყარი შავი ლითონების საჭრელად; ხანგრძლივი მომსახურების ვადა BOSCH Carbide Technology-ის წყალობით;
მაგალითად: სამზარეულოს ფასადების სწრაფი ჭრა, ნაწრთობი ხრახნების და უჟანგავი ფოლადის მარტივი ჭრა

AIZ 32 APILT
Starlock
კარბიდული ჩაძირული სახერხი პირი 32×45 მმ მულტიმასალებისთვის

ლურსმნიანი ხე, ეპოქსიდი, თაბაშირმურაოს ფილა, მინაპლასტიკი, კარბონი, ცემენტის ბოჭკოვანი ფილები, ფიროვანი ლითონი

სუფთა საჭრელი და ჩაძირული ჭრილები ლურსმნიან ხეში, აგურში, ასევე სხვა კომპოზიციურ და აბრაზიულ მასალებში; ხანგრძლივი მოქმედების ვადა BOSCH Carbide Technology-ის წყალობით;
მაგალითი: ხრახნების გაჭრა ფანჯრების ჩარჩოებში

AIZ 45 AIT
Starlock
კარბიდული ჩაძირული სახერხი პირი 45×50 მმ ლითონისთვის

მყარი შავი ლითონები, მაღალაბრაზიული ლითონები, მინაპლასტიკი, თაბაშირმუყაო, ხის ბოჭკოვანი ფილები ცემენტის შემკვრელით, უწრთობი ლურსმანი და სჭვალი

ფართო ხერხის პირი მაღალი სიმტკიცის ლითონების ან მყარი შავი ლითონების საჭრელად; ხანგრძლივი მომსახურების ვადა BOSCH Carbide Technology-ის წყალობით;
მაგალითად: სამზარეულოს ფასადების სწრაფი ჭრა, ნაწრთობი სჭვალების და უჟანგავი ფოლადის მარტივი ჭრა

PAII 52 APIT
StarlockPlus
კარბიდული ჩაძირული სახერხი პირი 52×50 მმ მულტიმასალებისთვის

მყარი შავი ლითონის ფურცლები, ეპოქსიდური ფისი, თაბაშირმუყაოს ფილები, მინაპლასტიკი, ნახშირპლასტიკი, ცემენტ-ბოჭკოვანი ფილები

გრძელი პირი ჭრისთვის და ჩაძირული ჭრისთვის ლითონის ფურცლებში ანახლეჩების გარეშე მომგრვალებული მჭრელი პირის გამო (Curved-Tec); ხანგრძლივი მომსახურების ვადა BOSCH Carbide Technology-ის წყალობით;
მაგალითად: ლითონის ფურცლების ჭრა, სჭვალების ჭრა ფანჯრის რაფებში

AYZ 53 BPB
Starlock
უნივერსალური ჩაძირული ხერხის პირი, 53×40 მმ

თაბაშირმუყაოს ფილები, მერქანბურბუშელას ფილა, კომპოზიტური მასალები, მერქანი

ოპტიმიზირებულია ჩაძირვით ხერხვისთვის და შემდგომი გრძელი გრძივი ჭრისთვის; ფორმა Dual-Tec უზრუნველყოფს სუფთა და სრულ ჭრას კუთხეებში, და ასევე გრძივი ჭრისას დიდ სიგრძეზე;
მაგალითად: ჭრილები საკაბელო არხებში თაბაშირმუყაოს ფილებში ხის კედლებში

AII 65 APIB
Starlock
ბიმეტალური ჩაძირული ხერხის პირი ხის მასალისთვის და მასალისთვის, 65×40 მმ

რბილი მერქანი, მყარი მერქანის ჯიშები, შპონირებული ფილები, ფილები პოლიმერული საფარით, უწრთობი ლურსმანი და სჭვალი

ხერხვისთვის და ჩაძირული ჭრისთვის ანახლეჩების გარეშე მომგრვალებული მჭრელი პირის გამო (Curved-Tec) ფილებში დაფარვით ან მყარი მერქანის ჯიშებში;
მაგალითად: კარის ჩარჩოების ჩაჭრა, ჭრილები ლამინანტის იატაკებში სტელაჟებისთვის ან ჩასაშენებელი ავეჯისთვის, მოჭრა ერთ დონეზე არანაწრთობი ლურსმნების და სჭვალების

ACZ 85 EIB
Starlock
ბიმეტალური სეგმენტირებული სახერხი დისკი მერქანის სახერხად ლითონის საჭრელად, დიამ. 85 მმ

მერქანის მასალები, პლასტმასა, რბილი ფერადი ლითონები

ხერხვისთვის და ჩაძირული ჭრისთვის;
ასევე ჭრისთვის პირთან მიბჯენით და ძნელად მისაწდომ ადგილებში;
მაგალითად: უკვე დაყენებული პლინტუსების ან კარის ჩარჩოების ჭრა, ჩაძირული ჭრა იატაკის პანელების მორგებისას

ACZ 100 SWB
Starlock
უნივერსალური ბიმეტალური სეგმენტირებული დისკური დანა, დიამ. 100 მმ

საიზილაციო მასალა, საიზილაციო ფილები, იატაკის ფილები, ხმაგაუმტარი ფილები დარტყმის ხმაურისგან დასაცავად, მუყაო, რბილი იატაკის, რეზინი, ტყავი

რბილი მასალების მაღალი სიზუსტით ჭრისთვის;
მაგალითად: საიზოლაციო ფილების გაჭრა, გამოშვერილი საიზოლაციო მასალის მოჭრა ერთ დონეზე

ACZ 105 ET
Starlock
უნივერსალური სეგმენტირებული სახერხი დისკი სალშენად­ნობიანი დაფარვით, დიამ. 105 მმ

ფიბროცემენტის პანელები, კერამიკული ფილის ნაკერები, აგური, მინაბოჭკოთი არმირებული პლასტმასები, ლამინატი

ხერხვისთვის და ჩაძირული ჭრისთვის; ასევე ჭრისთვის პირთან მიბჯენით და ძნელად მისაწდომ ადგილებში; ხანგრძლივი მომსახურების ვადა BOSCH Carbide Technology-იის წყალობით;
მაგალითად: უკვე დაყენებული პლინტუსების ან კარის ჩარჩოების ჭრა, საკაბელო არხების გაჭრა აგურის წყობაში, ფილების ნაკერების სწრაფი მოცილება მტვრის გარეშე, არმირებული მინაბოჭკოვანი პლასტმასის პანელების ჭრა სანტექნიკის მონტაჟისთვის, ლამინანტის მორგება

ACZ 85 RD4
Starlock
სეგმენტირებული სახერხი დისკი Diamant-Riff დაფარვით სამშენებლო ხსნარებისთვის და აბრაზიული მასალებისთვის, დიამ. 85 მმ

ცემენტის ნაკერები, რბილი კედლის ფილები, მინაბოჭკოთი არმირებული პლასტმასები, ეპოქსიდური ფისი, ცეცხლმედეგი თაბაშირმუყაო

ჭრისთვის და ხერხვისთვის პირთან მიბჯენით ან კუთხეებში და ძნელად მისაწვდომ ადგილებში, განსაკუთრებით ხანგრძლივი მომსახურების ვადა ალმასის აბრაზიული მასალის წყალობით;
მაგალითად: ნაკერების მოცილება კედლის ფილებიდან სარემონტო სამუშაოებისთვის, ღარების ამოჭრა ფილებში;
შემოთავაზებულია ასევე Carbide-Riff: ACZ 85 RT3

AVZ 70 RT4
Starlock
აბრაზიული პირი Carbide-Riff სამშენებლო ხსნარის მოსაცილებლად, სიგანე 70 მმ

სამშენებლო ხსნარი, ნაკერები, ეპოქსიდური ფისი, მინაბოჭკოთი არმირებული პლასტმასები, აბრაზიული მასალები

ნაკერი და ფილის მასალის ფრეზირებისა და მოჭრისთვის, და ასევე მყარი ზედაპირების რაშპილით დასამუშავებლად და ხეხვისთვის; ხანგრძლივი მომსახურების ვადა BOSCH Carbide Technology-ის წყალობით;
მაგალითად: ფილის წებოს და ნაკერებიდან სამშენებლო ხსნარის მოსაშორებლად

AVZ 90 RT2
Starlock
დელტური რაშპილი სალშენად­ნობიანი Riff დაფარვით სამშენებლო ხსნარებისთვის და აბრაზიულ მასალების, სიგანე 90 მმ

სამშენებლო ხსნარი, ბეტონის ნარჩენები, მერქანი, აბრაზიული მასალები, საღებავი

რაშპილით დასამუშავებლად და მყარი ზედაპირების მოსახეხად;
მაგალითად: სამშენებლო ხსნარის ან ფილის წებოს მოსაცილებლად (მაგალითად, დაზიანებული ფილის შეცვლისას), წებოს ნარჩენების მოცილება რბილი იატაკებიდან, საღებავის ნარჩენების მოცილება;
ხელმისაწვდომია მარცვლების შემდეგი ზომები: 20 (RT2), 40 (RT4), 60 (RT6) და 100 (RT10)

AVZ 93 G
Starlock
სახეხი დისკო სახეხი ფურცლებისთვის Delta სერიის, სიგანე 93 მმ

სახეხი ფურცლებიდან გამომდინარე

კიდეების, კუთხეების და ძნელმისაწვდომი ადგილების სახეხად;
სახეხი ფურცლებიდან გამომდინარე, მაგალითად, მერქანის , ლაქ-საღებავი საფარის, ქვის გასახეხად;
სახეხი ფურცლები არაქსოვადი მასალების საფუძველზე მერქანის მოსახვეწად და სტრუქტურირებისთვის, ლითონებიდან ჟანგის მოსაცილებლად და ლაქების გასახეხად, საპრიალებელი თექა წინასწარი გაპრიალებისთვის

ხეხვისას არ გადააჭარბოთ რყევების სიხშირის საფეხურს „4“. რყევების ძალიან მაღალი სიხშირე საგრძნობლად ზრდის ცვლადი ინსტრუმენტების ცვეთას ან შეიძლება გამოიწვიოს მათი ნაადრევი გაფუჭება.

AUZ 70 G
Starlock
70 მმ თავსაცმი პროფილების ხეხვისთვის ზუმფარის ქაღალდისთვის (70×125 მმ)

ხე, მილები/პროფილები, ლაქი, შემავსებელი, ლითონი

პროფილების და მრგვალი ელემენტების მოხერხებული და ეფექტური ხეხვისთვის არასწორ 55 მმ-მდე ზედაპირებზეც კი;
მაგალითი: ზუმფარის ქაღალდი ხის, მილების/პროფილების, ლაქის, შიგთავსის და ლითონის ხეხვისთვის

AVZ 32 RT4
Starlock
აბრაზიული სახეხი ენაკი სალშენად­ნობიანი Riff დაფარვით მერქანისთვის და ზედაპირებით ლაქ-საღებავიანი საფარით, 32×50 მმ

მერქანი, საღებავი

მერქანის გასახეხად და ზედაპირებით ლაქ-საღებავიანი საფარით ძნელად მისაწდომ ადგილებში სახეხი ფურცლების გარეშე; ხანგრძლივი მომსახურების ვადა BOSCH Carbide Technology-ის წყალობით;
მაგალითად: საღებავის მოცილება ფანჯრის დარაბების საგდულებს შორის, ხის იატაკების გახეხვა კუთხეებში;
ხელმისაწვდომია მარცვლების შემდეგი ზომები: 40 (RT4) და 100 (RT10)

AIZ 28 SC
Starlock
მაღალნახშირბადოვანი უნივერსალური დანა ნაკერებისთვის (28×40 მმ)

კომპენსაციური ნაკერები, ფანჯრების საპოხები, იზოლირების მასალები (მინერალური ბამბა)

რბილი მასალების ჭრის და მოჭრისთვის;
მაგალითი: სილიკონის კომპენსაციური ნაკერების ან ფანჯრის საპოხის ჭრა

ASZ 32 SC
Starlock
კაკვის ფორმის პირი მაღალნახშირბადიანი ფოლადისან, სიგანე 24 მმ,
ბასრი პირი მაღალნახშირბადიანი ფოლადიდან, სიგანე 11 მმ

რუბეროიდი, რბილი იატაკი, ხელოვნური გაზონი, მუყაო, იატაკი პოლივინილქლორიდისგან

რბილი მასალების და მოქნილი აბრაზიულ მასალების სწრაფი და ზუსტი ჭრისთვის;
მაგალითად: რბილი იატაკების, მუყაოს, პოლივინილქლორიდის იატაკები, რუბეროიდში ჭრილების გაჭრა

ATZ 52 SC
Starlock
ხისტი შაბერი, 52 მმ

რბილი იატაკი, სამშენებლო ხსნარი, ბეტონი, ფილების წებო

მყარი ზედაპირების შაბრისთვის;
მაგალითად: სამშენებლო ხსნარის, ფილების წებოს, ბეტონის ნარჩენებისდა რბილი იატაკების წებოს მოცილება;
ხელმისაწვდომია ასევე მოქნილი შაბერი ATZ 52 SFC (რბილი იატაკების წებოს/საღებავის ნარჩენების მოსაცილებლად)

საჭიროებისამებრ მოხსენით უკვე დაყენებული სამუშაო ხელსაწყო.

ამისთვის განბლოკეთ Starlock ბერკეტი (7) ბოლომდე. სამუშაო ხელსაწყო გამოხტება მომჭერიდან. ბერკეტი Starlock (7) იბლოკება ავტომატურად.

დააყენეთ საჭირო სამუშაო ხელსაწყო (მაგალითად, ჩაძირული ხერხის პირი  (12)) მოსაჭერ ვაზნაზე (8) ისე, რომ შვერილი იყოს მიმართული ქვემოთ (იხ. სურათი გვერდზე ილუსტრაციებით, წარწერა სამუშაო ხელსაწყოზე უნდა იკითხებოდეს ზემოდან).

დააყენეთ სამუშაო ხელსაწყო შესასრულებელი სამუშაოსთვის ერთერთ შესაფერის პოზიციაში. ამავე დროს შესაძლებელია 12 პოზიცია გადაადგილებით 30°-ზე.

მიაჭირეთ სამუშაო ხელსაწყო საჭირო პოზიციაში ვაზნის მომჭერ მუშტებთან მის ავტომატურ ფიქსაციამდე.

  • შეამოწმეთ სამუშაო ხელსაწყო ჩაჯდომის საიმედოობა. არასწორად ან არასაიმედოდ დამაგრებული სამუშაო იარაღები სამუშაოს დროს შეიძლება განფიქსირდეს და დაგაზიანოთ.

სიღრმის შემზღუდველი (10) შეიძლება იყოს გამოყენებული სამუშაოს შესასრულებლად სეგმენტირებული სახერხი დისკებით და ჩაძირული სახერხი პირით.

საჭიროებისამებრ მოხსენით უკვე დაყენებული სამუშაო ხელსაწყო.

შეწიეთ სიღრმის შემზღუდველი (10) საჭირო სამუშაო პოზიციაში მომჭერი ვაზნის მეშვეობით (8) ელექტროხელსაწყოს მომჭერ ყელზე. სიღრმის შემზღუდველს მიეცით დაფიქსირების შესაძლებლობა.ამავე დროს შესაძლებელია 12 პოზიცია გადაადგილებით 30°-ზე.

დააყენეთ საჭირო სამუშაო სიღრმე. მიაჭირეთ სიღრმის შემზღუდველის მომჭერ ბერკეტს (11), სიღრმის შემზღუდველის დასაფიქსირებლად.

დასამუშავებელი მასალიდან და მოხსნის საჭირო წარმადობიდან გამომდინარე ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახეხი ფურცლები:

ზუმფარის ქაღალდი

მასალა

გამოყენება

მარცვლის ზომა

რყევების სიხშირის საფეხური

PRO F460

  • ნებისმიერი ხის მასალა (მაგ.: მყარი ხე, რბილი ხე, დსპ, სამშენებლო პანელები)
  • ლითონის მასალა

წინასწარი გაპრიალებისთვის, მაგალითად უხეში დაუმუშავებელი ნივნივების და ფიცრებისთვის

უხეში

40
60

1–4

ზედაპირზე წვრილი უსწორმასწორობის გასასწორებლად

საშუალო

80
100
120

1–4

ხის ფინიშური და წყლით დამუშავებამდე გაპრიალებისთვის

თხელი

180
240

1–4

PRO F460

  • ფერი
  • ლაქი
  • წაგლესა
  • შპატელი

ძველი საღებავის მოშორება

უხეში

40
60

1–4

დეფექტების გასუფთავებისთვის (ფუნჯის კვალი, წვეთი და საღებავის ჩამონაწვეთი)

საშუალო

80
100
120

1–4

შეღებვის წინ გრუნტოვკის დასასრულებლად

თხელი

180
240

1–4

სახეხი დისკო (14) აღჭურვილია შემაერთებელი ქსოვილით წებოვანაზე, რომელიც უზრუნველყოფს სახეხი ფურცლების მარტივი და სწრაფი დაყენება.

გაწმინდეთ სახეხი დისკოს ქსოვილი (მისი გაბერტყვით) (14) სახეხი ფურცლის დაყენებამდე (15), საიმედო გადაბმულობის უზრუნველსაყოფად.

დააყენეთ სახეხი ფურცელი (15) სახეხი დისკის ერთი მხრიდან (14) ერთ დონეზე, შემდეგ მთლიანად განათავსეთ სახეხი ფურცელი სახეხი დისკოზე და მჭიდროდ მიაჭირეთ მას.

ოპტიმალური მტვრის მოცილების უზრუნველსაყოფად, გააკონტროლეთ, რომ ნახვრეტები სახეხ ფურცელზე ემთხვეოდეს ნახვრეტებს სახეხ დისკოზე.

სახეხი ფურცელის მოსახსნელად (15) მოკიდეთ მის პირს, გაწიეთ, მოხსენით დისკოდან მთელი სახეხი ფურცელი (14).

დასაშვებია ნებისმიერი სახეხი ფურცლების გამოყენება, საპრიალებელი თექის და გამწმენდი დავარცხნა სერიის Delta 93 მმ, ხელმისაწვდომია აქსესუარების პროგრამაში Bosch.

სახეხი აქსესუარები, ისეთი როგორც არაქსოვადი მასალა/საპრიალებელი თექა, მაგრდება სახეხი დისკოზე ანალოგიურად.

სახეხი აქსესუარებით მუშაობისას, მაგალითად სახეხი ფურცლებით ან საყრდენი ფირფიტებით, არ გადაამეტოთ რყევების სიხშირის საფეხურს „4“. რყევების ძალიან მაღალი სიხშირე საგრძნობლად ზრდის ცვლადი ინსტრუმენტების ცვეთას ან შეიძლება გამოიწვიოს მათი ნაადრევი გაფუჭება. დაიცავით სამუშაო ინსტრუმენტებზე ან შეფუთვაზე მოცემული მითითებები.