გამოყენების ინსტრუქცია

ფარანი აკუმულატორის განმუხტვის გამო გამორთვამდე 3-ჯერ ციმციმებს და ანათებს დაბალი სიკაშკაშით.

ფარანის თავი (2) შეგიძლიათ მოაბრუნოთ 360° (ფიქსაციის 21 დონე) ან დახაროთ 180° კუთხით (ფიქსაციის 7 დონე).

ჩამოსაკიდი კავის მეშვეობით (3) ფარანი შეგიძლიათ ჩამოკიდოთ.

  • არ გამოიყენოთ ჩამოსაკიდი კავი საგნების მოსაქაჩად. ჩამოსაკიდი კავი ან თვით ფარანი შეიძლება გატყდეს.

მაგნიტის მეშვეობით (7) შეგიძლიათ დაამაგროთ ფარანი ფერომაგნიტურ ზედაპირებზე.

  • ფარანის დამაგრებისას თითები აკუმულატორის დამაგრების უკანა მხრიდან მოშორებით გეჭიროთ. ძლიერი მაგნიტური მიზიდულობის შედეგად შეიძლება მოხდეს თითების მოყოლება.

დამაგრებისას დაიცავით სიფრთხილე, რათა არ დაკაწროთ დელიკატური ზედაპირები.