ჩართვა/გამორთვა

  1. მოკლედ დააჭირეთ ღილაკს , ძაბვის ინდიკატორის ჩასართავად. ძაბვის ინდიკატორი ასრულებს თვითდიაგნოსტიკას. ისმის ხმოვანი სიგნალი, ძაბვის ინდიკატორი ვიბრირებს, საცდელი საცეცი (1) აინთება წითლად / მწვანედ / სტაფილოსფრად და ციმციმებს ორივე LED ((7)/(8)).
    თვითდიაგნოსტიკის დასრულების შემდეგ მაღალი ძაბვის რეჟიმის LED აინთება თეთრად, ხოლო საცდელი საცეცი (1) – მწვანედ. ძაბვის ინდიკატორი მზადაა 90-დან 1000 ვ~-მდე დიაპაზონში ცვლადი დენის ძაბვის ამოსაცნობად. თვითშემოწმება მეორდება ფონურ რეჟიმში ყოველ 5 წამში ერთხელ მანამდე, სანამ ძაბვის ტესტერი არ გამოირთობა.
    თუ თვითდიაგნოსტიკა არ სრულდება, ძაბვის ინდიკატორი გამოირთობა.
  2. ძაბვის ინდიკატორის გამოსართავად, გეჭიროთ ღილაკი  დაჭერილ მდგომარეობაში. ამასთან ისმის ხმოვანი სიგნალი.
არ გამოიყენოთ ძაბვის ინდიკატორი, თუ ჩართვისას არ ისმის ხმოვანი სიგნალი ან/და ძაბვის ინდიკატორი არ ვიბრირებს.

თუ დაახ. 5 წთ. განმავლობაში ძაბვის ინდიკატორზე არ იქნება დაჭერილი რაიმე ღილაკი ან არ იქნება ამოცნობილი ძაბვა, მაშინ ძაბვის ინდიკატორი ავტომატურად გამოირთვება ბატარეების მუხტის ეკონომიის მიზნით.