გაზომვის პროცედურა
ჩართვის შემდეგ ძაბვის ინდიკატორი მაღალი ძაბვის რეჟიმშია. მაღალი ძაბვის რეჟიმის LED ანთია თეთრად.
- ძაბვის დიაპაზონის დაბალი ძაბვის რეჟიმში გადასართავად დააჭირეთ ღილაკს
. მაშინ თეთრად აინთება დაბალი ძაბვის რეჟიმის LED
. ძაბვის იდნიკატორი მზადაა ცვლადი დენის 24-დან 1000 ვ~ დიაპაზონში ამოსაცნობად.
- დაბალი ძაბვის რეჟიმში

- გეჭიროთ საცდელი საცეცი (1) შესამოწმებელ ობიექტთან ან ცვლადი დენით როზეტთან ახლოს.
ცვლადი დენის ძაბვის ამოცნობისას ისმის ხმოვანი სიგნალი და ძაბვის ინდიკატორი ვიბრირებს. ხმოვანი სიგნალის სიხშირე და ვიბრაცია იზრდება ამოსაცნობი ძაბვის მომატებისამებრ.
საცდელი საცეცი (1) აჩვენებს ძაბვის ინდიკატორის სხვადასხვა მდგომარეობას შემდეგი ცხრილის შესაბამისად.
საცდელი საცეცი | მნიშვნელობა |
---|---|
მწვანე დიოდი უწყვეტად ანთია | მზადაა სამუშაოდ, ძაბვა არ არის ამოცნობილი. |
ციმციმი წითლად | ამოცნობილია ცვლადი დენის ძაბვა. |
ციმციმი სტაფილოსფრად | ამოცნობილია ცვლადი დენის ძაბვა რომელიც ნაკლებია ან ტოლია 50 ვ. |