სახეხი აღჭურვილობის მონტაჟი

გაწმინდეთ სახეხი შპინდელი (23) და ყველა დასაყენებელი დეტალი.

სახეხი აღჭურვილობის მოსაჭერად და გასათავისუფლებლად დააჭირეთ შპინდელის ფიქსაციის ღილაკს (2), რაც მოგცემთ სახეხი შპინდელის რეგულირების შესაძლებლობას.

სახეხი/საჭრელი წრე

გაითვალისწინეთ სახეხი მილტუჩის ზომები. საჯდომი ხვრელის დიამეტრი უნდა შეესაბამებოდეს საყრდენ მილტუჩს. არ გამოიყენოთ ადაპტერები და გადამყვანები.

ალმასის საჭრელი წრის გამოყენებისას ყურადღებით იყავით, რომ ალმასის საჭრელი წრის ბრუნვის მიმართულება და ელექტროხელსაწყოს ბრუნვის მიმართულება (იხ. ბრუნვის მიმართულების ისარი რედუქტორის ტარზე) ემთხვევა.

მონტაჟის თანმიმდევრობა ნაჩვენებია ილუსტრირებულ გვერდზე.

იმისთვის, რომ სახეხი/საჭრელი წრე დაამაგროთ, გამოიყენეთ სწრაფმომჭერი ქანჩი (21)ყოველგვარი ინსტრუმენტის გარეშე.

გამოიყენეთ სწრაფმომჭერი ქანჩი (21) მხოლოდ სახეხი/საჭრელი წრის დასამაგრებლად, მაქს. დიამეტრით 125 მმ.

დააჭირეთ შპინდელის ფიქსაციის ღილაკს (2), რათა დაფიქსირდეს სახეხი შპინდელი. სწრაფმოსახსნელი ქანჩის მოსაჭერად (21) მოატრიალეთ სახეხი წრე ძალით საათის ისრის მიმართულებით. შემდეგ დაუშვით სწრაფმოსახსნელი ქანჩის კავი მის დასაფიქსირებლად. დისკის არტახის მოჭერა საკმარისი არ არის.

სწორედ მოჭერილი დაუზიანებელი სწაფმოსახსნელი ქანჩის (21) მოშვება შეგიძლიათ ხელით. ამისათვის აწიეთ სწრაფმოსახსნელი ქანჩის კავი ზევით და მოატრიალეთ სწრაფმოსახსნელი ქანჩი ძალით საათის ისრის საწინააღმდეგოდ. არასოდეს არ მოუშვათ მოჭერილი სწრაფმოსახსნელი ქანჩი ბრტყელტუჩით, გამოიყენეთ ამისთვის ორხვრიანი გასაღები.

საყრდენი მილტუჩის და სახეხი/საჭრელი წრის მონტაჟის შემდეგ შპინდელის თავისუფალი კუთხვილის სიგრძე უნდა შეადგენდეს მინიმუმ 4 მმ.

ყურადღება მიაქციეთ სახეხი ინსტრუმენტის დგომის სიმყარეს, რათა არ მოეშვას შპინდელიდან ელექტროხელსაწყოს გამორბენისას.

საყრდენ მილტუჩში (15) ცენტრირებული ლარტყის ირგვლივ დაყენებულია პლასტმასის დეტალი (ოქროს კვეთის რგოლი). თუ ოქროს კვეთის რგოლი არ არის ან დაზიანებულია, აუცილებლად შეცვალრთ საყრდენი მილტუჩი (15) სამუშაოს გაგრძელებამდე.