ბატარეის დაყენება/გამოცვლა

ბატარეის განყოფილების საფარის გახსნამდე (16) დენგამტარი სადენებიდან გამორთეთ ძაბვის ტესტერი.

საზომ ხელსაწყოში რეკომენდებულია ტუტე-მანგანუმის ბატარეების გამოყენება.

  1. ამოხრახნეთ 2 ხრახნი (15) ბატარეების სექციის საფარზე (16) და მოხსენით თავსახური .
  2. ჩასვით ბატარეები.
  3. დააყენეთ ბატარეების სექციის საფარი (16) უკან და დაამაგრეთ 2 ხრახნით (15).
საზომი ხელსაწყო შეგიძლიათ ჩართოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბატარეების სექციის თავსახური (16) სწორედ არის მიხრახნული.
ყველა ბატარეა ერთდროულად შეცვალეთ. გამოიყენეთ მხოლოდ ერთი მწარმოებლის და ერთნაირი ტევადობის ბატარეები.
ამავე დროს, უზრუნველყავით პოლიუსების სწორი მიმართულება ბატარეის განყოფილების შიდა მხარეს არსებული სურათის შესაბამისად.

ბატარეების განმუხტვის პირველი შეტყობინების გამოჩენის და ხმოვანი სიგნალის შემდეგ, ჯერ კიდევ შეგიძლიათ რამდენიმე გაზომვის შესრულება. როდესაც ბატარეები სრულად განმუხტულია, ისმის ხმოვანი სიგნალი და საზომი ხელსაწყო გამოირთობა.

არასოდეს არ შეინახოთ საზომი ხელსაწყო ბატარეების სექციის საფარის გარეშე (16), განსაკუთრებით მტვრიან ან ნესტიან შენობაში.