ლითიუმ-იონური აკუმულატორული ბლოკის (აქსესუარი) დაყენება/შეცვლა
- მოხსენით საზომი სადენი ((14)/ (13)).
- ამოხრახნეთ 2 ხრახნი (15) ბატარეების სექციის საფარზე (16) და მოხსენით თავსახური.
- გახსენით სასხლეტი (18) ბატარეების სექციის საფარში დაახ. 1/2 ბრუნით და ამოიღეთ სადგმელი (17).
- ჩასვით ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკი (19) (აქსესუარი) და დახურეთ სასხლეტი (18) დაახ. 1/2 ბრუნით.
- ჩასვით ბატარეების სექციის საფარი ლითიუმ-იონურ აკუმულატორთან ერთად (19) და დაამაგრეთ თავსახური 2 ხრახნით (15).
- იმისათვის, რომ გამოიღოთ ლითიუმ-იონური აკუმულატორი (19) (აქსესუარი), ამოხრახნეთ 2 ხრახნი (15) ბატარეების სექციის თავსახურზე (16) და გახსენით სასხლეტი (18). გამოიღეთ ლითიუმ-იონური აკუმულატორის ბლოკი .

საზომი ხელსაწყო შეგიძლიათ ჩართოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბატარეების სექციის თავსახური (16) სწორედ არის მიხრახნული.