ბატარეის დაყენება/გამოცვლა

ბატარეების სექციის საფარის გახსნა (12) შეიძლება მხოლოდ გამორთულ საზომ სადენებზე ((10) / (9)). არსებობს ელექტრული დენით დაზიანების საფრთხე.

საზომ ხელსაწყოში რეკომენდებულია ტუტე-მანგანუმის ბატარეების გამოყენება.

  1. მოხსენით საზომი სადენი ((10) / (9)).
  2. ამოხრახნეთ 2 ხრახნი (11) ბატარეების სექციის საფარზე (12) და მოხსენით თავსახური .
  3. ჩასვით ბატარეები.
  4. დააყენეთ ბატარეების სექციის საფარი (12) უკან და დაამაგრეთ 2 ხრახნით (11).
საზომი ხელსაწყო შეგიძლიათ ჩართოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბატარეების სექციის თავსახური (12) სწორედ არის მიხრახნული.
ყველა ბატარეა ერთდროულად შეცვალეთ. გამოიყენეთ მხოლოდ ერთი მწარმოებლის და ერთნაირი ტევადობის ბატარეები.
ამავე დროს, უზრუნველყავით პოლიუსების სწორი მიმართულება ბატარეის განყოფილების შიდა მხარეს არსებული სურათის შესაბამისად.

დისპლეიზე ბატარეების სიმბოლოს პირველი გამოჩენის და ხმოვანი სიგნალის შემდეგ შეიძლება მხოლოდ რამოდენიმე გაზომვის შესრულება. როდესაც ბატარეები სრულად განმუხტულია, ისმის ხმოვანი სიგნალი და საზომი ხელსაწყო გამოირთობა.

არასოდეს არ შეინახოთ საზომი ხელსაწყო ბატარეების სექციის საფარის გარეშე (12), განსაკუთრებით მტვრიან ან ნესტიან შენობაში.