ექსპლუატაციაში ჩაშვება

  1. საზომი ხელსაწყოს ჩასართავად მოაბრუნეთ მბრუნავი გადამრთველი (3) გაზომვის საჭირო ფუნქციაზე.
  2. საზომი ხელსაწყოს გამოსართავად მოაბრუნეთ მბრუნავი გადამრთველი პოზიციაზე .

თუ დაახლოებით 20 წუთში საზომ ხელსაწყოში არ შესრულდება არავითარი გაზომვა, არ დააჭერთ არც ერთ ღილაკს და არ მოაბრუნებთ მბრუნავ გადამრთველს, მაშინ ის ავტომატურად გამოირთობა ბატარეების ეკონომიის მიზნით. ავტომატური გამორთვის ფუნქციის დეაქტივაციისთვის, გეჭიროთ ღილაკი Hold საზომი ხელსაწყოს ჩართვისას (მაგ.: მბრუნავი გადამრთველის ნებისმიერ პოზიციაზე მობრუნებისას). მაშინ დისპლეიზე აისახება d.APO.

შემდეგ შეგიძლიათ ისევ ჩართოთ საზომი ხელსაწყო, მბრუნავი გადამრთველის მობრუნებით (3) ან ღილაკებიდან ერთზე დაჭერით.

ღილაკი Hold

მნიშვნელობის „გაყივნა“ დისპლეიზე

  1. მოკლედ დააჭირეთ ღილაკს Hold, რათა „გაყინოთ“ გაზომვის მნიშვნელობა დისპლეიზე (1). დისპლეიზე გამოისახება Hold და ისმის ხმოვანი სიგნალი.
  2. ისევ მოკლედ დააჭირეთ ღილაკს Hold, რათა გაწმინდოთ დისპლეი (1).

ხმის ჩართვა/გამორთვა

  1. დააჭირეთ და გეჭიროთ ღილაკზე Hold, რათა გამორთოთ ხმა. დისპლეიზე გამოისახება სიმბოლო .
  2. ისევ დააჭირეთ და გეჭიროთ ღილაკი Hold, რათა ისევ ჩართოთ ხმა.
არ გამოიყენოთ ღილაკი Hold ძაბვის განსაზღვრის დროს. გამოსახული ძაბვა არ შეიცვლება, და არსებობს ელექტრული დენით დაზიანების საფრთხე.

  1. ყოველთვის თავიდან ჩართეთ შავი საზომი სადენი (10) COM ბუდეში, ხოლო შემდეგ წითელი საზომი სადენი (9) (+) ბუდეში. საზომი სადენების გამორთვისას იმოქმედეთ უკუ თანმიმდევრობით.
ელექტრული დენით დაზიანებისგან, ტრავმირებისგან და საზომი ხელსაწყოს დაზიანებისგან თავის არიდების მიზნით წინაღობის, უწყვეტობის და ტევადობის გაზომვის წინ შეამოწმეთ, რომ ქსელის კვება გამორთულია და ყველა მაღალვოლტური კონდენსატორი განმუხტულია.