უსაფრთხოების ტექნიკის მითითებები

წაიკითხეთ და შეასრულეთ ყველა მითითება. მოცემული მითითებების დაუცველობა საზომი ინსტრუმენტების გამოყენებისას იწვევს დამცავი მექანიზმების დაზიანებას, რომელიც ინტეგირებულია საზომ ინსტრუმენტში. გთხოვთ, საიმედოდ დაიცავით ეს მითითებები.
- არ შეასრულოთ აზომვა ელექტრულ ჯაჭვებზე 600 ვ-ზე მეტი ძაბვის დროს.
- განსაკუთრებულად ფრთხილად იყავით 30 ვ~ ან 60 ვ= ძაბვაზე ზევით მუშაობისას!მსგავსი ძაბვის დროსაც კი ელექტრული კაბელების შეხების შემთხვევაში შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო დენის დარტყმის მიღება.
- არ დააზიანოთ 10 ა დენის გაზომვები, რომლებიც გრძელდება 10 წამზე მეტხანს. დაიცადეთ 15 წუთი ორ გაზომვას შორის. დენის გაზომვას რომელიც გრძელდება 10 წამზე მეტხანს, შეუძლია საზომი ინსტრუმენტის ან საცდელი საცეცების დაზიანება.
- არ მიაწოდოთ ბუდეზე ან ბუდეზე და მიწაზე ძაბვა, რომელიც აღემატება ნომინალურს, რომელიც მითითებულია საზომ ინსტრუმენტზე.
- გამოიყენეთ მხოლოდ საზომი სადენები, რომლებიც შეესაბამება საზომი ინსტრუმენტის ძაბვას, კატეგორიას და დენის ძალას.
- რეგულარულად შეამოწმეთ სატესტო სადენების იზოლაცია. საზომი ინსტრუმენტების დაზიანებული იზოლაცია იწვევს ელექტრული დენით დაზიანებას.
- საზომი ინსტრუმენტით ფეთქებად გარემოში არ იმუშავოთ, აალებად სითხეებთან, აირებთან და მტვერთან ახლოს. საზომ ინსტრუმენტს შეუძლია წარმოქმნას ნაპერწკლები, რომელთაგან შეიძლება აალდეს მტვერი ან ორთქლი.
- შეამოწმეთ საზომი ინსტრუმენტის მუშაობა ცნობილი ძაბვის გაზომვის გზით. ეჭვის შემთხვევაში შეასრულეთ საზომი ინსტრუმენტის ტექნიკური მომსახურება.
- გამოიყენეთ საზომი ინსტრუმენტი ისე, როგორც აღწერილია ამ სახელმძღვანელოში. საზომი ინსტრუმენტის დაცვა შეიძლება დარღვეული იყოს.
- გამოიყენეთ საზომი ინსტრუმენტი ან საზომი სადენები მხოლოდ მაშინ, თუ ისინი არ გამოიყურება დაზიანებულად.
- საზომი ინსტრუმენტის შეკეთება ნებადართულია მხოლოდ კვალიფიცირებული პერსონალისთვის და მხოლოდ ორიგინალური სათადარიგო ნაწილების გამოყენებით. ამგვარად უზრუნველყობთ საზომი ერთეული უსაფრთხოებას.
- არ გადააკეთოთ და არ გახსნათ ბატარეა. ამასთან ჩნდება მოკლე ჩართვის საფრთხე.
- აკუმულატორის დაზიანების და არასწორი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება გამოიყოს ორთქლი. აკუმულატორი შეიძლება აინთოს ან აფეთქდეს. დარწმუნდით, რომ ადგილი კარგად ნიავდება და მიმართეთ ექიმს, თუ განიცდით რაიმე გვერდით მოვლენებს.ორთქლმა შესაძლოა გაგიღიზიანოთ სასუნთქი სისტემა.
- არასწორად გამოყენების შემთხვევაში, ან თუ აკუმულატორი დაზიანებულია, აკუმულატორიდან შეიძლება გადმოიქცეს აალებადი სითხე. ამ სითხესთან კონტაქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული. თუ შემთხვევით მოხდა კონტაქტი, ჩამოიბანეთ წყლით. თუ სითხე თვალში მოგხვდათ, საჭიროა დამატებითი სამედიცინო დახმარება. აკუმულატორიდან დაღვრილმა სითხემ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება ან დამწვრობა.
- აკუმულატორი შეიძლება დაზიანდეს წვეტიანი ობიექტებით, მაგალითად, ლურსმნებით ან ხრახნისებით ან გარედან მიყენებული ძალით. შეიძლება მოხვდეს შიდა მოკლე შერთვა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს აკუმულატორის გადაწვა, ბოლი, აფეთქება და გადახურება.
- როდესაც აკუმულატორი არ გამოიყენება, შეინახეთ იგი ქაღალდის სამაგრებისგან, მონეტებისგან, გასაღებებისგან, ლურსმნებისგან, ხრახნებისგან ან სხვა პატარა ლითონის საგნებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ერთი კონტაქტის მეორესთან დაკავშირება. მოკლე შერთვამ აკუმულატორის კონტაქტებს შორის შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა ან ხანძარი.
- გამოიყენეთ მხოლოთ აკუმულატორი მწარმოებლის პროდუქტებით. ეს არის მხოლოდ ერთი გზა, რომლითაც შეგიძლიათ დაიცვათ აკუმულატორი სახიფათო გადატვირთვისგან.
- დამუხტეთ აკუმულატორები მხოლოდ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული დასამუხტი მოწყობილობებით. დასამუხტი მოწყობილობა, რომელიც შესაბამისია ერთი ტიპის აკუმულატორისთვის შესაძლოა გამოიწვიოს ხანძრის რისკი, როდესაც გამოიყენება სხვა აკუმულატორთან.
დაიცავით აკუმულატორი გადახურებისგან, მაგალითად, მუდმივი ინტენსიური მზის შუქისგან, ხანძრისგან, ჭუჭყისგან, წყლისგან, და ნესტისგან. არსებობს აფეთქების და მოკლე შერთვის რისკი. |